The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფარადავლა ახალციხელი

დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ფარადავლა ახალციხელი იყო ახალციხელთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი XIII საუკუნის I ნახევარში, შალვა ახალციხელის ძე. საქართველოში მონღოლების შემოჭრის შემდეგ ფარდავლა გაიქცა რუმის სულთან ყიასედინთან, რომელმაც ის თავის ერთ-ერთ სარდლად დანიშნა. 1244 წელს დარდინ შარვაშიძესთან ერთად სარდლობდა სულთნის ჯარს მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში. სულთნის ჯარი დამარცხდა,  შარვაშიძე მოკლეს, ხოლო ფარდავლა თვით სულთანმა მოაკვლევინა. მემატიანის სიტყვით, იყო "კაცი მხნე და წყობათა შინა სახელოვანი".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.291


გააზიარე: