შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ახალციხელი![]()
ბიოგრაფიაივანე ახალციხელი იყო XII-XIII საუკუნეების ქართველი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. XIII საუკუნის დასაწყისში, ქართველების მიერ კარის(ყარსის) აღების შემდეგ თამარ მეფემ დანიშნა თავის მცველად და მონაპირედ, უბოძა კარის მოსაზღვრე მხარეები–"კარული ქვეყანა", ათაბაგობა და ამირთამირობა. თავის ძმასთან, შალვა ახალციხელთან ერთად სარდლობდა მესხთა მოწინავე ლაშქარს ბასიანისა(1203) და გარნისის(1225) ბრძოლებში. დაიღუპა გარნისის ბრძოლაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.291
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |