შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ახალკაცი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დვანი, ქარელის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1929 წელს. 1924–1926წწ. მუშაობდა ზაჰესის მშენებლობაზე და "საქსწყალსახპროექტში". მისი მონაწილეობით დაპროექტდა ქვემო ალაზნის და ზემო სამგორის სარწყავი სისტემები(1941–1945), სიონის წყალსაცავის პროექტი და ბულაჩაურის წყალსადენი(1946–1977). 1962–1977წწ. მუშაობდა "საქწყალსახპროექტის" მთავარ ინჟინრად და დირექტორის მოადგილედ. სხვადასხვა დროს იყო ენგურისა და ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურების პროექტების ექსპერტი და კონსულტანტი. სამელიორაციო საქმის ერთ–ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მელიორატორი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |