The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ახალკაცი

დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1902
გარდაცვ. თარიღი:31 დეკემბერი, 1979  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დვანი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1929 წელს.

1924–1926წწ. მუშაობდა ზაჰესის მშენებლობაზე და "საქსწყალსახპროექტში". მისი მონაწილეობით დაპროექტდა ქვემო ალაზნის და ზემო სამგორის სარწყავი სისტემები(1941–1945),  სიონის წყალსაცავის პროექტი და ბულაჩაურის წყალსადენი(1946–1977). 1962–1977წწ. მუშაობდა "საქწყალსახპროექტის" მთავარ ინჟინრად და დირექტორის მოადგილედ. სხვადასხვა დროს იყო ენგურისა და ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურების პროექტების ექსპერტი და კონსულტანტი. სამელიორაციო საქმის ერთ–ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.  მელიორატორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - ლენინის ორდენი
  • 1960 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: