შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ შუღლიაშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს. 1959-1961წწ. იყო მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი თბილისის მე–10 სამუსიკო სკოლაში, 1963–1964წწ. ასწავლიდა და ხელმძღვანელობდა თბილისის 64–ე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის გუნდს, 1964–1970წწ. მუსიკის–თეორიის საგნებს ქ. რუსთავის I სამუსიკო სკოლაში, 1970 წლიდან თბილისის V სამუსიკო სკოლაში; 1975–1978წწ. კინოსტუდია "ქართული–ფილმის" მულტგაერთიანების მუსიკალური რედაქტორი; შექმნილი აქვს: სიმფონიეტა(1964), "ხუთი სურათი "ვეფხისტყაოსნიდან" კამერული გუნდის, არფის, ფორტეპიანოს, თორმეტი სიმებიანი ინსტრუმენტისა და ლიტავრისათვის(1965, ხუთ ნაწილად); სიუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის(1967, ხუთ ნაწილად), ტრიო სამი კლარნეტისათვის(1966, სამნაწილიანი), "ცხრა ესკიზი" ნონეტისათვის(1966), კვინტეტი ფორტეპიანოსათვის(1973), "საბავშვო ალბომი"(1967, თორმეტი საფორტეპიანო პიესა), "ეგზერსისი" ფორტეპიანოსათვის(1972), დიდი ქრომატიული ფანტაზია 3 ფორტეპიანოსათვის(1975), მუსიკა კინოფილმებისათვის. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 266; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 464 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |