The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელეონორა ექსანიშვილი

ელეონორა ექსანიშვილი
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1919
გარდაცვ. თარიღი:5 იანვარი, 2003  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1940 წელს (საფორტეპიანო), 1945 წელს (საკომპოზიციო).

1953 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის პროფესორი) და ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში; გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტ–პიანისტად; იყო საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებული მუსიკალური მეთოდკაბინეტის ესთეტიკური აღზრდის სექციის თავმჯდომარე; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი; ძირითადად წერდა საბავშვო მუსიკას, მათ შორისაა: ოპერა "ტყის მეგობრები" (1963), მუსიკალური სცენები "კურდღელი და ბავშვები" (1961), "ზამთრის დღესასწაული" (1963), "საბავშვო სიუიტა" კამერული ორკესტრისათვის (1972), საბავშვო სიმღერები, საბავშვო საფორტეპიანო პიესების კრებული; ასევე: ორი საფორტეპიანო კონცერტი (1944, 1955), საფორტეპიანო კვინტეტი (1945), ორი სიმებიანი კვარტეტი (1944, 1949), სავიოლინო სონატა (1973), საფორტეპიანო სონატა (1973), საფორტეპიანო პიესები, საფორტეპიანო ტრანსკრიპციები(ზ. ფალიაშვილის, დ. არაყიშვილის, ა. ბალანჩივაძის, შ. მშველიძის ნაწარმოებები), რამდენიმე რომანსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მ. ბალაკირევის საფორტეპიანო ტრანსკრიპციები", დაიცვა 1953 წელს. 

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – Тб., 1973. - გვ. 268; Композиторы и музыковеды грузии. – Тб., 1984. - გვ. 467; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 169

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1945-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: