The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აშოტ I დიდი კურაპალატი

დაბადების თარიღი:7??
გარდაცვ. თარიღი:29 იანვარი, 826
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

აშოტ I დიდი კურაპალატი იყო ტაო–კლარჯეთის ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მამამთავარი და მეფე 809–826 წლებში. მანამდე, დაახლოებით 786–809 წლებში იგი იყო ქართლის ერისმთავარი. პაპამისი, ისევე, როგორც ბაგრატიონთა საგვარეულოს დიდი ნაწილი, იყო ერთ-ერთი უძველესი ქართული პროვინციიდან, სპერიდან(ამჟამად ისპირი, თურქეთის ტერიტორიაზე). კლარჯეთში იგი 730–იანი წლებიდან ჩანს. აშოტი სათავეში ედგა ქართლის ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო შავშეთ–კლარჯეთში, რომელიც პოლიტიკურად ბიზანტიას ეკუთვნოდა. აშოტ I ამ ადგილების მფლობელი და ბიზანტიის ვასალი გახდა, მიიღო ბიზანტიის სამეფო კარის კურაპალატის პატივი, აღადგინა ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული და შემდეგ მურვან ყრუს მიერ აოხრებული არტანუჯის ციხე, მის მახლობლად ქალაქი გააშენა და ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა, აქვე ააშენა წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია, მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები. ამ დროიდან ქართლის პოლიტიკურმა ცენტრმა მთლიანად სამხრეთში გადაინაცვლა. საქართველოს ისტორიაში ამ ხანას ტაო-კლარჯეთის ან "ქართველთა სამეფო" პერიოდი ეწოდება. ამდენად, 809 წელი მიჩნეულია ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის დაფუძნების წლად, თუმცა, ეს საგვარეულო ქართლს განაგებდა ჯერ კიდევ 575 წლიდან, როდესაც ქართლის ერისმთავარი გახდა გუარამ I კურაპალატი. აშოტ I მოკლულ იქნა შინაგამცემლობის შედეგად.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.267


გააზიარე: