The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა აღსაბაძე

დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1896
გარდაცვ. თარიღი:6 ივლისი, 1966  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1918–1919წწ. სწავლობდა თბილისში, გ. ჯაბადარის სტუდიაში, 1926 წელს დაამთავრა ვ. მჭედლიშვილის ქართული დრამატული სტუდია მოსკოვში.

1919–1922წწ. იყო სახალხო თეატრის მსახიობი. მუშაობდა რეჟისორად თბილისის მუშათა თეატრში (1927–1928), შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში (1928–1938, 1941–1943), ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში (1938–1941, 1943–1949). დადგმული აქვს სპექტაკლები: შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში – ვ. კირშონის "ლიანდაგი გუგუნებს" (1928), ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"(1935), უ. შექსპირის "ოტელო" (1937). ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში – ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი" (1937),  ბაქოს მ. ფ. ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი – რ. გლიერის "შაჰსენემი" (1936), ლენინგრადის მ. გორკის სახელობის დრამატულ თეატრში – გ. მდივნის "ღირსება" (1938). შოთა აღსაბაძის შემოქმედება მთლიანად იყო ჰუმანისტური იდეალების დამამკვიდრებელი. მისი ფართო ერუდიცია და მოქალაქეობრივი პოზიცია მკაფიოდ ჩანდა მის სპექტაკლებში. 1928 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1939–1943წწ. მუშაობდა შ. რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1943–1966წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. ავტორია საოპერო ლიბრეტოებისა – "ლადო კეცხოველი" (კომპოზიტორი გ. კილაძე) და "პატარა კახი"  (კომპოზიტორი ვ. გოკიელი). პროფესორი (1943).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.265

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: