The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო ახალშენიშვილი

ვანო ახალშენიშვილი
ოფიციალური სახელი:ივანე ახალშენიშვილი
სხვა სახელი:დამოუკიდებელი, დავიწყებული, morosus ინ–ანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1871
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 1906  (35 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სასულიერო სემინარიაში; 1897 დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო სამკურნალო აკადემია.

1894–1903წწ. მუშაობდა "ივერიაში". საექიმო მოღვაწეობასთან ერთად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. წერდა მოთხრობებს, ლექსებს, წერილებს, თეატრალურ რეცენზიებს, ბიბლიოგრაფიულ შენიშვნებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის რუსი და ევროპელი მწერლების თხზულებათა თარგმნაში. თარგმნა ნ. გოგოლის, თ. დოსტოევსკის, ვ. კოროლენკოს თხზულებები. მ. ლერმონტოვის, ს. ნადსონის ლექსები. ბ. ბერნის, გ. ჰაუპტმანის, ჰ. ზუდერმანის დრამები. გი დე მოპასანის, ა. ფრანსის, კატულ მენდესის, ოქტავ მირბოს მოთხრობები. 1897 წელს "მოამბეში" გამოაქვეყნა რამდენიმე თავი ჟ. მ გიუიოს წიგნიდან "ხელოვნება სოციოლოგიური აზრით", ა. ჰაცფელდის "ძირითადი კანონები სალიტერატურო კრიტიკისა". ნაწარმოებებს აქვეყნებდა "ინ–ანის", "დამოუკიდებელის", "დავიწყებულის" ფსევდონიმებით. 1901 წელს "ივერიაში" გამოაქვეყნა სტატიები: "შავი ჭირი და მის წინააღმდეგ ბრძოლა", "სამეცნიერო მიმოხილვა". 1902 წელს იმავე გაზეთში გამოაქვეყნა წერილი შემახის მიწისძვრის შესახებ. ეს წერილები "morosus"–ის ფსევდონიმით დაიბეჭდა. მთარგმნელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.290

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: