The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აღსართან II

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

აღსართან II იყო კახეთ-ჰერეთის უკანასკნელი მეფე(1102–1104). უნდა იყოს თოღის(მაჭრის) ციხის ქვის ფილაზე ამოჭრილ წარწერაში მოხსენიებული–"ახსართან... რანთა და კახთა მფლობელი". 1104 წელს საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერმა დიდებულებმა–არიშიანებმა შეიპყრეს და დავით აღმაშენებელს მიჰგვარეს. დავითმა კახეთ-ჰერეთის სამეფო გააუქმა და საქართველოს სამეფოს შეუერთა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.266


გააზიარე: