The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აღსართან I

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

აღსართან I გაგიკის ძე 1058–1084 წლებში იყო კახეთ–ჰერეთის მეფე. ებრძოდა გაერთიანებული საქართველოს მეფეს ბაგრატ IV–ს და ცდილობდა კახეთ-ჰერეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ამ მიზნით აღსართან I 1068 წელს ეახლა თურქ-სელჩუკთა სულთანს ალფ–არსლანს, აღუთქვა ხარაჯა და მისი დახმარებით დაიბრუნა ბაგრატ IV–ის  მიერ წართმეული მიწა-წყალი. 1073 წელს აღსართან I მიემხრო გიორგი II-ის  წინააღმდეგ აჯანყებულ ივანე ბაღვაშს, ხოლო ივანეს მეორედ განდგომისას გიორგი II-ის მოკავშირე გახდა. 1074 წელს აღსართან I საქართველოს მეფეს ეხმარებოდა თურქ-სელჩუკთა სულთნის მელიქ-შაჰის შემოსევის ჟამს. მალე მელიქ-შაჰმა კახეთ–ჰერეთის სამეფო გიორგი II-ის სამფლობელოდ ცნო. 80-იან წლებში გიორგი II-ის  თურქ-სელჩუკთა ლაშქრით კახეთ-ჰერეთის დასაპყრობად გაემართა. აღსართან I-მა დახმარებისათვის იმავე მელიქ-შაჰს მიმართა, ეახლა მას და მიიღო ისლამი. სულთანმა კახეთ-ჰერეთი ამჯერად ისევ აღსართან I-ს დაუმტკიცა. ამით აღსართან I-მა შეძლო მცირე ხნით კიდევ შეენარჩუნებინა კახეთ–ჰერეთის სამეფოს დამოუკიდებლობა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.267


გააზიარე: