The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონიდე აღლაძე

ლეონიდე აღლაძე
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1897
გარდაცვ. თარიღი:1937  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. 1916 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1921 წლიდან იყო ქართულ წითელ არმიაში. 1924 წელს აქტიურად მონაწილეობდა აგვისტოს აჯანყების ჩახშობაში. 1925-1928 წლებში სწავლობდა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში. 1929-1933 წლებში იყო I ქართულ მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი, 1933-1936 წლებში დივიზიის მეთაური. 1936 წლიდან სწავლობდა სსრკ გენერალური შტაბის აკადემიაში. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია. სამხედრო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.261

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • საქართველოს სსრ წითელი დროშის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: