შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აღბუღა II ჯაყელი![]()
ბიოგრაფიააღბუღა II ჯაყელი 1444–1451 წლებში იყო სამცხის ათაბაგი, იოანე ათაბაგ-ამირსპასალარის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ აღბუღას ათაბაგობა უბოძა მეფე ვახტანგ IV(1442–1446). 1447 წელს აღბუღა II მისმა ძმამ ყვარყვარემ ათაბაგობა წაართვა. ლტოლვილი აღბუღა II ქართლის მეფე გიორგი VIII შეეხიზნა. გიორგიმ ყვარყვარეს წინააღმდეგ ილაშქრა და აღბუღა II-ს ათაბაგობა დაუბრუნა. აღბუღა II-ის მმართველობა გამოირჩეოდა ცენტრალური ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულებით, რაც გამოწვეული იყო სამთავროში მეფის დასაყრდენი ძალების სიძლიერით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.260
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |