The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემანუილ აფხაიძე

ემანუილ აფხაიძე
სხვა სახელი:ჩაქუჩ-მანაველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1899
გარდაცვ. თარიღი:8 სექტემბერი, 1970  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებლი 1917 წელს; აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია 1926 წელს.
მუშაობდა სუფლიორად ქუთაისის თეატრში, შემდეგ მსახიობად ბათუმის (1921-1923), ქუთაისის (1923-1924), 1924 წლიდან კი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: საქმისაი (შ. დადიანის "თეთნულდი"), სოლომონ მორბელაძე (დ. კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურები"), ნესტორი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), გონჯა (ა. შანშიაშვილის "არსენა"), ბესო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), მირზა (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), დუდკინი (ნ. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), პანდოლფო (კ. გოლდონის "საპატარძლო აფიშით"), დიეგო (ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი"), რაგნო (ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"). ემანუილ აფხაიძემ გარკვეული წვლილი შეიტანა ქართულ საესტრადო ხელოვნებაში – კითხულობდა საკუთარ იუმორისტულ-სატირულ ლექსებს. მონაწილეობდა  ქართულ კინოფილმებში: ("სურამის ციხე", "ნარინჯის ველი", "დაკარგული სამოთხე", "ფიცი", "გიორგი სააკაძე", "ჭრიჭინა", "მაია წყნეთლი", "განაჩენი", "დღე უკანასკენლი, დღე პირველი"). შეასრულა სერგო ორჯონიკიძის როლი ფილმში "სექტემბრის ღამე" ("მოსფილმი"). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.258; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.230; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1946 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: