შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვან ბაიბურთი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1966 წელს. 1961-1962წწ. იყო "ახალგაზრდა კომუნისტის", 1962-1964წწ. "მოლოდიოჟ გრუზიის", 1965-1967წწ. "კომსომოლსკაია პრავდის" კორესპონდნეტი; 1967-1972წწ. "სოვეტსკი სპორტის" საკუთარი კორესპონდენტი სომხეთში; 1972-1977წწ. "საქინფორმის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების რედაქტორი; 1977-1986წწ. ახალი ამბების სააგენტოს საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში; 1986 წლიდან გაზეთ "ვრასტანის" მთავარი რედაქტორი. 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2009-2013წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 35; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 80; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.332 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |