The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ბაზიარი

ომარ ბაზიარი
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვანი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1965 წელს.

1967-1995წწ. მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო ხელმძღვანელ თანამდებობებზე: იყო ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის მეურნეობის აგრონომი, თავმჯდომარე, დირექტორი, ვანის რაიაონის მეურნეობის დირექტორი, ქარხნის დირექტორი, აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N53 ვანის საარჩევნო ოლქი, ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (1995-1999).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 33; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 78

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)

გააზიარე: