The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასონ ბადრიძე

იასონ ბადრიძე
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1967 წელს.

1968-1976წწ. იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1976 წლიდან ზოოლოგიის ინსტიტუტის ხერხემლიანების ქცევისა და ეკოლოგიის სექტორის ხელმძღვანელი; 1997 წლიდან გარემოს დაცვის ინსტიტუტის კონსერვაციული ბიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტყვეობაში გაზრდილ მსხვილ მტაცებელ ძუძუმწოვართა ბუნებაში რეინტროდუქცია. პრობლემა და მეთოდი", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 32

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ტერიოლოგთა საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1987-)

ბიბლიოგრაფია

  • მგელი (ავტორი). - თბილისი, WWF, 1998. - 32გვ.

გააზიარე: