The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1950  (73 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს და სარეჟისორო ფაკულტეტი 1976 წელს.

1975, 1980-1984წწ. იყო ტელევიზიის რეჟისორი; 1975-1980, 1984-1991წწ. კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი; 1991-1994წწ. ხელოვნების აკადემიის პედაგოგი; 1996-1997წწ. გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1997 წლიდან კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი. დადგმული აქვს სპექტაკლები: მ. ფერმოს "კარებს აჯახუნებენ", მ. მრევლიშვილის "წამება დედოფლისა", ი. ჭავჭავაძის "განდეგილი", გ. დოჩნაშვილის "აღდგენითი სამუშაოები", ნ. დუმბაძის "ასტვაც ინჩუ ჰამარ" და სხვ. ამჟამად მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 31

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი

გააზიარე: