Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აფრიდონი![]()
Biographyაფრიდონი იყო XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. გიორგი III და თამარ მეფის მსახურთუხუცესი, წარმომავლობით "უგვარო"–აზნაურის ყმა(ვასალი). დაწინაურდა გიორგი III-ის მეფობის დროს, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება ატარებდა დიდგვაროვან ფეოდალთა შეზღუდვის პოლიტიკას. აფრიდონს სახელოდ(საგამგებლოდ) გადაეცა ქვაბულისძეთა ყოფილი მამული, სამეფო დომენად ქცეული თმოგვის ციხე–ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა, აგრეთვე კლდეკარის ერისთავებისათვის დავით აღმაშენებლის მიერ ჩამორთმეული და სამეფო დომენად ქცეული თრიალეთი. გიორგი III-ის გარდაცვალებისა და თამარის მეფობის პირველსავე წელს დიდგვარიანებმა შეუტიეს ცენტრალურ ხელისუფლებას, მოითხოვეს აღზევებულ "უგვარო" ფეოდალთა გადაყება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკან დაიხია. აფრიდონს ჩამოერთვა მსახურთუხუცესობა და საგამგებლო ქვეყნები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.247
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |