The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალენტინ აფაქიძე

ვალენტინ აფაქიძე
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1904
გარდაცვ. თარიღი:29 ოქტომბერი, 1969  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფახულანი, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ქვეითთა სამხედრო სკოლა 1928 წელს, 1948 წელს 1947-1948 წლებში დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიასთან არსებული დივიზიის მეთაურთა კურსები.

1922-1924 წლებში იბრძოდა შუა აზიაში ბასმაჩების წინააღმდეგ. 1940 წლიდან მეთაურობდა 112-ე მსროლელთა დივიზიის 524-ე მსროლელ პოლკს. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ბალტიისპირეთში. 1941 წლის ივლისში მძიმედ დაიჭრა. განკურნების შემდეგ იყო პოდოლსკის სამხედრო სასწავლებლის უფროსი. 1953-1960 წლებში მუშაობდა სსრკ თავდაცვის სამინისტროს აპარატში. 1960 წლიდან თადარიგში გავიდა. რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე, გენერალ-მაიორი (1945).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.246

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის I ხარისხის მედალი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: