The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ასპარუგი

დაბადების თარიღი:3??
გარდაცვ. თარიღი:3??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ასპარუგი, ასპავრუკი ქართლის მეფის პიტიახში(ერისთავი), რომლის სახელი, გამოსახულება და თანამდებობა ცნობილი გახდა 1940 წელს არმაზისხევის ერისთავთა განსასვენებლის პირველი სამარხის გათხრებისას. სამარხში აღმოჩენილ ოქრო-ვერცხლის ნივთთა შორის არის ოქროს დიდი ბეჭედ-საბეჭდავი, რომლის თვალზე ამოკვეთილია მამაკაცის მკერდზედა გამოსახულება. მას გარს შემორტყმული აქვს ბერძნული წარწერა Aspaurukis pitiaxs(ასპარუგ პიტიახში). სამარხი II საუკუნის II ნახევრისაა და შესაძლოა, ეს ასპარუგი იყოს ძე შარაგასის წარწერაში მოხსენიებული ზევახ(ჯავახ) უფლისა. მამა ზევახ(ჯავახ) მცირისა სერაფიტის მამისა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.231


გააზიარე: