The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ასლანიშვილი

შალვა ასლანიშვილი
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1896
გარდაცვ. თარიღი:13 დეკემბერი, 1981  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა არტანუჯი, ართვინის ოლქი(ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).

დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის თეორიულ–საკომპოზიციო ფაკულტეტი 1927 წელს.

1927–1930წწ. იყო ლენინგრადის კონსერვატორიის თავისუფალი მსმენელი. 1930-1973წწ. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრის გამგე. 1945-1950წწ. ედგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მუსიკალური ფოლკლორის განყოფილებას. 1927-1950წწ. ჩაწერა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთის რაიონების მრავალი სიმღერა. ამ მოღვაწეობის შედეგად შექმნილი ნაშრომები საფუძვლად დაედო ქართული ჰარმონიის კურსს, რომელიც იკითხება თბილისის კონსერვატორიაში. იგი მუშაობდა მუსიკალური თეორიის, განსაკუთრებით ქართული ხალხური და პროფესიული მუსიკის თეორიის საკითხებზე.  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი(1964), პროფესორი(1966). მუსიკათმცოდნე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.230

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1932-1949)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1943 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: