Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო ასლანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს. მუშაობდა სამრეწველო ტრავმატიზმის, ქირურგიის, ტუბერკულოზის, ფიზკულტურისა და მთასვლელობის საექიმო კონტროლის დარგში. სწავლობდა მთაში (ზემო სვანეთი, რაჭა, აჭარა) ენდემური ჩიყვის გავრცელებას და მის ბუნებას. 1932 წელს თბილისში დააარსა ენდოკრინოლოგიური ლაბორატორია. 1923 წელს მონაწილეობდა ალ. დიდებულიძის ხელმძღვანელობით მოწყობილ პირველ ქართულ გეოფიზიკურ ექსპედიციაში მყინვარწვერზე, რომელმაც გ. ნიკოლაძის ექსპედიციასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმის განვითარებას. ასლანიშვილი საქართველოს ა. ჯაფარიძის სახელობის ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელია (1936). იყო ჟურნალების "შევარდენი" (1920–1922), "თეატრი და მუსიკა" (1919), "ხელოვნება" (1919-1921), "თანამედროვე მედიცინა" (1924-1933) რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ენდოკრინოლოგიის, მთამსვლელობის, ხელოვნებისა და სპორტის საკითხებზე. ტრაგიკულად გარდაიცვალა 1955 წელს. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1936), დოცენტი (1941). ენდემური ჩიყვის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. ექიმ–ენდოკრინოლოგი, მთამსვლელი, საზოგადო მოღვაწე. "ვეფხისტყაოსნის" ერთ–ერთი გამოჩენილი კოლექციონერი. შალვა ჩხენკელის ბიძა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.229; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.218; წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.193-200 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |