შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ახვლედიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1970 წელს. 1975 წელი პროექტის მთავარი არქიტექტორი; 1967-1980 წლებში მუშაობდა ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში - თბილზნიეპში პროექტის მთავარ არქიტექტორად. 1980-1982წწ. საქართველოს სამხედრო გზის მშენებარე ობიექტების მთავარი არქიტექტორი, დირექტორის მოადგილე; 1992 წელს საქართველოს გამოფენების ცენტრის დირექტორი; 1996-2000 წლებში ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორი; 1986-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის პედაგოგი. საქართველოს არქიტექტორთა კავშირში კოლეგებთან ერთად 1977 წელს დააფუძნა მოთხილამურე არქიტექტორთა საერთაშორისო კლუბი - SKIA. 2017-2021 წლებში იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი. გამოფენები: საქართველოს მიღწევათა გამოფენა, საბჭოთა საქართველოს 50 წლისთავთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის პავილიონი(1971), საქართველოს დღეები მოსკოვის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრ "ინტერკომტინენტალში (1987), საერთაშორისო საშენ მასალათა, საქართველოს განყოფილება, პარიზი(1977), "ისტორიული ქალაქების აღდგენა-რეკონსტრუქცია" საქართველოს განყოფილება, ქ. უდინე, იტალია. საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და 2000 წლიდან აკადემიკოსი. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 27 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |