The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ასლანიკაშვილი

ალექსანდრე ასლანიკაშვილი
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1916
გარდაცვ. თარიღი:25 ნოემბერი, 1981  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი 1939 წელს.

1957-1981წწ. ხელმძღვანელობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიის განყოფილებას, 1980 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 1966–1975წწ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის კარტოგრაფიის რედაქციის გამგე. 1973-1981წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფიისა და გეოდეზიის კათედრის გამგე. მისი ძირითადი ნაშრომები ეძღვნება კარტოგრაფიის ზოგადი თეორიისა და საქართველოს კარტოგრაფიის საკითხებს. თავისი შრომებით–"კარტოგრაფია. ზოგადი თეორიის საკითხები" და "მეტაკარტოგრაფია. ძირითადი პრობლემები", საფუძველი ჩაუყარა მეტაკარტოგრაფიულ კონცეფციას. ეს შრომები კარტოგრაფიული მეცნიერების ზოგად თეორიებს მიეძღვნა. ასლანიკაშვილმა ლოგიკური აზროვნების ფორმები, როგორებიცაა: შედარება, აბსტრაგირება, განზოგადება, ანალიზი, სინთეზი და მოდელირება კარტოგრაფიულ ასახვას დაუკავშირა და შესაბამისად, დეფინიცია მისცა: შედარების, ანალიზის, სინთეზის, აბსტრაგირების, განზოგადებისა და მოდელირების კარტოგრაფიულ ფორმებს. 1999 წელს ცნობილმა იაპონელმა კარტოგრაფმა ტოსიტომო კანაკუბომ იაპონურ ენაზე ქალაქ ტოკიოში გამოსცა ალექსანდრე ასლანიკაშვილის "მეტა-კარტოგრაფია". გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი(1969). გეოგრაფ-კარტოგრაფი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.229

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1979-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, "საქართველოს სსრ ატლასის" შექმნაში მონაწილეობისათვის
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: