შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა აფაქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1927 წლიდან მუშაობდა კინოში. გადაღებული აქვს შემდეგი დოკუმენტური ფილმები: "მეღორეობა"(1929), "საკოლმეურნეო მშენებლობა"(1930), "საქართველოს მეცხვარეობა"(1930), "თბილისის მაუდის ფაბრიკა"(1930), "ივერია"(1931), "თბილისი"(1935), "ერთი დღე ბათუმში"(1936), "საბჭოთა საქართველო"(1936). არის დამდგმელი ოპერატორი ქართული მხატვრული ფილმებისა: "უჟმური"(1934), "არშაულა"(1935), "დარიკო"(1936), "მეგობრობა"(1940). 1941 წლიდან მუშაობდა მოსკოვში მხატვრული ფილმების წარმოების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, "სოვექსპორტფილმის" მმართველის მოადგილედ, გერმანია–საბჭოთა კავშირის კინოსააქციო საზოგადოების სამმართველოს თავმჯდომარედ. 1950 წლიდან საქართველოში დაბრუნდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. კინოოპერატორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.246 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |