The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა აფაქიძე

შალვა აფაქიძე
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1897
გარდაცვ. თარიღი:16 იანვარი, 1988  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1927 წლიდან მუშაობდა კინოში. გადაღებული აქვს შემდეგი დოკუმენტური ფილმები: "მეღორეობა"(1929), "საკოლმეურნეო მშენებლობა"(1930), "საქართველოს მეცხვარეობა"(1930), "თბილისის მაუდის ფაბრიკა"(1930), "ივერია"(1931), "თბილისი"(1935), "ერთი დღე ბათუმში"(1936), "საბჭოთა საქართველო"(1936). არის დამდგმელი ოპერატორი ქართული მხატვრული ფილმებისა: "უჟმური"(1934), "არშაულა"(1935), "დარიკო"(1936), "მეგობრობა"(1940). 1941 წლიდან მუშაობდა მოსკოვში მხატვრული ფილმების წარმოების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, "სოვექსპორტფილმის" მმართველის მოადგილედ, გერმანია–საბჭოთა კავშირის კინოსააქციო საზოგადოების სამმართველოს თავმჯდომარედ. 1950 წლიდან საქართველოში დაბრუნდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. კინოოპერატორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.246

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: