The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ასათიანი

აკაკი ასათიანი
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1977 წელს.

1978-1984წწ. ეწეოდა სასწავლო, მთარგმნელობით და ლიტერატურულ საქმიანობას: 1978-1979წწ. სამხატვრო-პედაგოგიური სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1980-1982, 1984-1989წწ. საქინფორმის მთარგმნელი; 1983-1984წწ. კულტურის სამინისტროს სარეპერტუარო კოლეგიის რედაქტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1991-1992წწ. თავმჯდომარე. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); საქართველოს პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, N6 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი. პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, ბლოკი "საქართველოს აღორძინება".

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 22; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი : parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 71

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია "სახალხო ფორუმი კეთილდღეობისა და დემოკრატიისათვის", დამფუძნებელი, თავმჯდომარე (1990-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი, თავმჯდომარე
  • ფრაქცია "ტრადიციონალისტის", თავმჯდომარე (1999-2004)

გააზიარე: