The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



თენგიზ არჩვაძე

თენგიზ არჩვაძე
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1932  (85 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1955 წელს.

1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1960 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "კეთილი ადამიანები"(1961), "ერთი ცის ქვეშ" (1961), "ხევისბერი გოჩა"(1964), "ხევსურული ბალადა"(1965), "დიდოსტატის მარჯვენა"(1969), "დათა თუთაშხია"(1977) და სხვ. მონაწილეობდა სპექტაკლებში: "მოკვეთილი", "დედა", "ღალატი", "თვალი პატიოსანი" და სხვ. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 22

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - ხელოვნების ქურუმის წოდება
  • 1985 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1981 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: