შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ ასლანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბავრა, ახალქალაქის რაიონი(ყოფილი ახლქალაქის მაზრა). დაამთავრა ახალქალაქის სამაზრო სკოლა და ქართველ კათოლიკეთა საშუალო სასწავლებელი. 1876 წლიდან მსახურობდა ფოსტა–ტელეგრაფში სურამში, არტაანსა და არტანუჯში. 1974 წლიდან ბეჭდავდა კორესპონდენციებს "დროებაში", " ივერიასა" და "თეატრში". განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი კორესპონდენციების ციკლი და მიმოხილვები სამხრეთ საქართველოს რეგიონების საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ სათაურით – "საქართველოს მატიანე". აღწერილი აქვს(ისტორიულად, ეთნოგრაფიულად, დემოგრაფიულად) მრავალი დასახლება, საქრისტიანო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობანი. "ივერიაში" გამოაქვეყნა "მგზავრის შენიშვნები" და სხვ. მუშაობდა ქუთაისში, 1905 წლიდან თბილისში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ქართველ კათოლიკეთა კომიტეტში. ხელნაწერის სახით დარჩა ქართულ–თურქული სახელმძღვანელო და ქართულ–თურქული ლექსიკონი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.230 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |