The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა არეშიძე

მამუკა არეშიძე
Date of birth:27 November, 1957  (66 years)
Category:Political Scientist, Journalist, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1980 წელს.

1981-195წწ. ეწეოდა  ჟურნალისტურ საქმიანობას. 1981 წლიდან იყო ტელევიზიის ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის რეჟისორი; 1987 წლიდან კინორედაქციის მთავარი რეჟისორი; 1988 წლიდან გაერთიანება "საღამო მშვიდობისას" წამყვანი და რეჟისორი; 1993 წლიდან ინფორმაციის მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი; 1997 წელს გარმიშ - პატერკირხენის ევროპული უსაფრთხოების სკოლის(გერმანია) მსმენელი; 1995-2007 წლებში თეატრისა და კინოს სახელწმიფო უნივერსიტეტში ტელერეჟისურის და ტელესაქმის პედაგოგი; 2003 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი; 2007 წლიდან საქართველოს კავკასიური უნივერსიტეტის პროფესორი; 2009 წლიდან რადიო "პალიტრას" საავტორო გადაცემის "კავკასიური პალიტრის" ავტორი და წამყვანი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი N1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ქვეკომიტეტის თავჯდომარე; მიღებული აქვს "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციის სიგელი (2001), ჟურნალისტთა საერთაშორისო საზოგადოების ჯილდო "ოქროს კალამი" (2005 )

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 20; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 68; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • პოლიტიკური ორგანიზაცია "კავკასია", დამფუძნებელი, თავმჯდომარე
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (-1991)

Awards and Honors

  • 1995 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 1992 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    ჟურნალისტიკის სფეროში მიღწეული წარმატებებისთვის

Share: