The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ასლან I ჯაყელი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1679
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ასლან I ჯაყელი იყო ახალციხის(ჩილდირის) ფაშა 1659–1679  წლებში, როსტობ ფაშას ძე. მისი მმართველობის დროს გახშირდა მესხთა ზედაფენების ოჯახთა გამაჰმადიანება. ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოს მმართველობა ოსმალეთს ახალციხის საფაშოსათვის ჰქონდა დავალებული. ასლან I-თან ხშირად ჩადიოდნენ იმერეთის მეფე, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის მთავრები და ფეოდალები. ტახტზე ასვლისთანავე ასლან I იმერეთის საქმეების მოსაგვარებლად გაემგზავრა და ქუთაისის ციხეში თავისი გარნიზონი ჩააყენა. ტახტიდან ჩამოგდებული ბაგრატ IV ისევ აღადგინა, მაგრამ ქრთამის მოყვარე ფაშამ სამეფოში სიმშვიდე მაინც ვერ დაამყარა. შემდგომში, როდესაც იმერეთში ქართლიდან მოწვეული არჩილ II გამეფდა, ასლან I-მა მასთან გააბა ურთიერთობა, რაც სულთნის კარმა საშიშად მიიჩნია. ამ ეჭვიანობის ნიადაგზე ასლან I სიკვდილით დასაჯეს. მისი ერთი ქალიშვილი, ელენე სპარსეთის დედოფლი იყო, ხოლო მეორე, თამარი სულხან–საბა ორბელიანის მეუღლე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.229


გააზიარე: