შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სურენ ასლამაზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, კასპის რაიონი. 1937-1939წწ. მსახურობდა წითელ არმიაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი მოხალისედ წავიდა ფრონტზე. იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში – ქ. ორჯონიკიძესთან, უკრაინასა და ბესარაბიაში, მონაწილეობდა რუმინეთის, უნგრეთისა და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებაში, იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურებაში. მდინარე დნეპრის გადალახვისას და მის მარჯვენა ნაპირზე წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დემობილიზაციის შემდეგ, 1945 წლიდან ასლამაზაშვილი მუშაობდა თბილისის სართავ-სატრიკოტაჟი კომბინატში, თბილისის რკინიგზის სადგურში. 1955-1969წწ. თბილისის კიროვის სახელობის ჩარხსაშენებელ ქარხანაში. გვარდიის სერჟანტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.229 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |