შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეონა ასიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1956 წელს. 1959–1960წწ. და 1972 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემია ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1960–1964წწ. მუშაობდა დრეზდენის სურათების გალერეაში, სადაც მხატვარ–რესტავრატორის სპეციალობა შეისწავლა. მუშაობდა პორტრეტისა და პეიზაჟის დარგში. ქმნიდა ჟანრულ სურათებს, აფორმებდა წიგნებს. მისი ნამუშევრებია: "სვანეთი"(1959), "მუსიკოსები"(1963), "გრემი"(1968), "ახალი დრეზდენი"(1964), "კახეთი"(1987, წლის საუკეთესო ნამუშევარი), "პეიზაჟი"(1992) და სხვ. გრაფიკოსი, მხატვარ–რესტავრატორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.228
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |