შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გევორქ ასატური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. XIX საუკუნის 80–90–იან წლებში სწავლობდა თბილისში, შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტში შეისწავლა სპარსული ენა და ლიტერატურა. განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ქართველი კლასიკოსი მწერლების სომხურ ენაზე თარგმანში. 1931 წელს გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგია, რომელიც შეიცავს მის მიერვე თარგმნილ ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს და ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშებს. 1934–1936 წლებში გევორქ ასატურმა სომხურად თარგმნა "ვეფხისტყაოსნის" სრული ტექსტი(გამოქვეყნდა 1937 წელს, მთარგმნელის გარდაცვალების შემდეგ), აგრეთვე ნაწყვეტები ფირდოუსის "შაჰ-ნამედან". მან პირველმა მიაქცია ყურადღება პეტერბურგის მუზეუმში დაცულ ხელნაწერს, სადაც თავმოყრილი იყო საიათნოვას ქართული ლექსები. 1922 წელს გამოაქვეყნა ერევნის სახელმწიფო მუზეუმში დაცული საიათნოვას ხელნაწერის აღწერა. დიდი ღვაწლი მიუძღვის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის კაბინეტის შექმნაში. გევორქ ასატური აქტიურად უწყობდა ხელს სომხეთში ქართველოლოგიის განვითარებას. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.227
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |