The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ასათ მოქმედი

დაბადების თარიღი:9??
გარდაცვ. თარიღი:9??
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ასათ მოქმედი იყო X საუკუნის ქართველი ოქრომქანდაკებელი, სოფელ ბრილში(ხაშურის რეაიონი) 1898 წელს აღმოჩენილი დავით კურაპალატისათვის  გაკეთებული ჯვრის ავტორი( საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი). მხატვრულ-ისტორიული ღირებულებით ბრილის ჯვარი მნიშვნელოვანი ნიმუშია ქართულ ოქრომჭედლობის განვითარების იმ ეტაპისა, როდესაც თავი იჩინა ინტერესმა ფიგურის სკულპტურული გადმოცემისადმი. ამასთანავე ნაწარმოებში ჯერ კიდევ ცოცხლობს ძველი ტრადიციები: სიუჟეტის ემოციურობისა და ექსპრესიის გაძლიერების მიზნით ფიგურების ცალკეული ნაწილების ხაზგასმა. ასათ მოქმედის ჯვრის წინა პირზე გამოსახულია ჯვარცმული ქრისტესა  და წმინდანთა ფიგურები. ფონი და ზურგი მთლიანად დაფარულია გრავირებული ფოთლოვანი ორნამენტით. წინა პირის ქვედა მკლავზე დამკვეთის, ტაოს მფლობელის დავით კურაპალატის სახელია ამოკვეთილი, ზურგზე–შემსრულებლის სახელი–"ასათ მოქმედი". ქრისტეს ტანჯვით აღბეჭდილი მეტყველი სახე, იოანეს მოკრძალებული ფიგურა და იოანესა და მარიამის სამოსლის ოსტატურად მოდელირებული ნაკეცები ოქრომქანდაკებლის ნიჭიერებაზე მეტყველებს. ოქრომქანდაკებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.227


გააზიარე: