შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსიპატრე ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1905 წელს დაპატიმრებული იყო რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო. 1908 წლიდან ცხოვრობდა შვეიცარიაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. იყო ლეჩხუმ–სვანეთის კომისარი. 1918 წელს საქართველოს მთავრობამ დიპლომატიური მისით ჯერ უკრაინაში, შემდეგ რუმინეთში გაგზავნა. 1919 წლის ნოემბრიდან მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის მდივნად. 1921 წლის თებერვლიდან 1933 წლამდე(საელჩოს გაუქმებამდე) იყო საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი. 1933–1947წწ. კი "ქართული ოფისის" დირექტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.227 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |