The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსიპატრე ასათიანი

სოსიპატრე ასათიანი
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:1971  (99 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართული სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1905 წელს დაპატიმრებული იყო რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო. 1908 წლიდან ცხოვრობდა შვეიცარიაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. იყო ლეჩხუმ–სვანეთის კომისარი. 1918 წელს საქართველოს მთავრობამ დიპლომატიური მისით ჯერ უკრაინაში, შემდეგ რუმინეთში გაგზავნა. 1919 წლის ნოემბრიდან მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის მდივნად. 1921 წლის თებერვლიდან 1933 წლამდე(საელჩოს გაუქმებამდე) იყო საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი. 1933–1947წწ. კი "ქართული ოფისის" დირექტორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.227

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მთავრობის არქივის კომისია, წევრი
  • სოციალ–დემოკრატიული პარტია, წევრი

გააზიარე: