The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ასან-მირზა

ოფიციალური სახელი:როსტომი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1750
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ასან–მირზა(როსტომი) იყო კახეთის მეფის დავით II–ის(იმამ ყული ხანის) მესამე ვაჟი. სპარსული ორიენტაციის მომხრე. მხარს უჭერდა თავის ძმას ალექსანდრე ბატონიშვილს(ალი–მირზა). თეიმურაზ II–ის და ერეკლე II–ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ალექსანდრეს დაღუპვის შემდეგ ასან–მირზა მეფეთა მიმართ ლოიალურ პოლიტიკას დაადგა. შემდგომში ადილ–შაჰმა ირანში გაიწვია და შაჰის გვარდიის ქართული რაზმების მეთაურად დანიშნა. 1748 წელს, სპარსეთში არეულობის დროს, გივი ამილახვრის დახმარებით თავისი რაზმებით საქართველოში დაბრუნდა. მონაწილეობდა თეიმურაზ II–ის და ერეკლე II–ის საგარეო ომებში. გარდაიცვალა ყარაბაღზე ლაშქრობაში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.227


გააზიარე: