შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1957 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1959 წლიდან კითხულობდა ლექციებს. 1976–1987წწ. არჩეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად. მისი ხელმძღვანელობით ისტორიის ფაკულტეტზე შემუშავებულ იქნა ახალი სასწავლო პროგრამა ქართველოლოგიური საგნების სწავლებით. 1988–1992წწ. იყო ქართული ენციკლოპედიის საქართველოს ისტორიის სამეცნიერო რედაქციის გამგე, 1993 წლიდან კონსულტანტი. 1991 წელს აირჩიეს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საქართველოს ისტორიისა და ქვეყანათმცოდნეობის კათედრის გამგედ. იგი იკვლევდა ფეოდალური საქართველოს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის საკითხებს, საქართველოს საგარეო–პოლიტიკურ ურთიერთობებს, მონაწილეობდა საქართველოს ისტორიის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს მომზადებაში. იყო რამდენიმე სამეცნიერო საბჭოს და სარედაქციო კოლეგიის წევრი. პროფესორი (1986). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1989). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.226; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.323 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |