The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ასათიანი

ნოდარ ასათიანი
Date of birth:8 January, 1931
Date of death:March, 2013  (at 82 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1954 წელს.

1957 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1959 წლიდან კითხულობდა ლექციებს. 1976–1987წწ. არჩეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად. მისი ხელმძღვანელობით ისტორიის ფაკულტეტზე შემუშავებულ იქნა ახალი სასწავლო პროგრამა ქართველოლოგიური საგნების სწავლებით. 1988–1992წწ. იყო ქართული ენციკლოპედიის საქართველოს ისტორიის სამეცნიერო რედაქციის გამგე, 1993 წლიდან კონსულტანტი. 1991 წელს აირჩიეს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საქართველოს ისტორიისა და ქვეყანათმცოდნეობის კათედრის გამგედ. იგი იკვლევდა ფეოდალური საქართველოს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის საკითხებს, საქართველოს საგარეო–პოლიტიკურ ურთიერთობებს, მონაწილეობდა საქართველოს ისტორიის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს მომზადებაში. იყო რამდენიმე სამეცნიერო საბჭოს და სარედაქციო კოლეგიის წევრი. პროფესორი (1986). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1989). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.226;  წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.323

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Bibliography


Share: