The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ასათიანი

მიხეილ ასათიანი
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1882
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 1938  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1907 წელს.

მუშაობდა იმავე უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრაზე. 1911 წელს თავის მასწავლებელ პროფესორ ვ. სერბსკისთან ერთად დატოვა უნივერსიტეტი განათლების მინისტრის ლ. კასოს რეაქციულ მოქმედებათა წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მუშაობდა მოსკოვის ნევროფსიქიატრუიულ სანატორიუმში და რედაქტორობდა ჟურნალ "პსიხოტერაპიას". 1917 წელს აირჩიეს მოსკოვის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტად. 1920-1938 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის (1930 წლიდან საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის) ფსიქიატრიის კათედრის გამგედ. 1925 წლიდან ხელმძღვანელობდა მისივე თაოსნობით დაარსებულ ფსიქიატრიის ინსტიტუტს, რომელსაც 1948 წელს მისი სახელი მიენიჭა. აღსანიშნავია ასათიანის გამოკვლევები ფსიქიურ აშლილობათა ფიზიოლოგიის მექანიზმების დასადგენად. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ფსიქიატრიაში მოძღვრება პირობითი რეფლექსების შესახებ. მასვე ეკუთვნის ფსიქოთერაპიის ორიგინალური ე. წ. "რეპროდუქციულ განცდათა" მეთოდი. ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი. მეცნიერული ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართვლოში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.226

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: