The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ასათიანი

დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1887
გარდაცვ. თარიღი:9 მაისი, 1971  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ეკონომიკური განყოფილება 1911 წელს.

1922 წლამდე იურისტად მუშაობდა თბილისსა და მოსკოვში. 1942 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს ეკონომიკაში. ეკონომიკის მიმართულებით მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო ორგანიზაციაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა და ხელმძღვანელობდა ეკონომიკური ინფორმაციის მექანიზებული დამუშავების კათედრას. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ეკონომიკური ინფორმაციის მანქანური დამუშავების საკითხებს. არის სახელმძღვანელოების და ოთხი გამოგონების ავტორი. პროფესორი(1961).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.226

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • სპეციალური პრემია, მოწყობილობის საანგარიშო გამოთვლებისათვის(გამოგონება)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: