The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ ასათიანი

თინათინ ასათიანი
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1918
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 2011  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1940 წელს.

1944 წლიდან მუშაობდა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ერევნის ფიზიკის ინსტიტუტში (ატომური ენერგიის სახელმწიფო კომიტეტის ერევნის ფიზიკის ინსტიტუტი). კოსმოსური გამოსხივების ფართო ატმოსფერული ღვარების გამოკვლევისას პირველმა გამოიყენა ატმოსფერული ღვართა ენერგიის გაზომვის ახალი მეთოდი. 1959 წელს დაიწყო კოსმოსური მიუონების პოლარიზაციის ხარისხის ენერგიაზე დამოკიდებულების შესწავლა, ხოლო 1963 წლიდან მონაწილეობდა დამუხტულ ნაწილაკთა კვლევის ახალი მეთოდიკის დამუშავებაში–განიერღრეჩოიანი ნაპერწკლოვანი კამერების შექმნაში. ამ სამუშაოს შედეგად გამოირკვა, რომ მაგნიტურ ველში განიერღრეჩოიანი კამერის მოთავსებისას ნაპერწკალი შეიძლება განვითარდეს დამუხტულ ნაწილაკთა წინასწარ არ მოცემული წრიული ტრაექტორიის გასწვრივ. ამან განაპირობა კამერების ფართო გამოყენება ნაწილაკების იმპულსის გასაზომ ხელსაწყოებად. თინათინ ასათიანი არის  150-ზე მეტი ნაშრომის თანაავტორი. მოღვაწეობდა ლექტორად ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1970). პროფესორი (1971). 2011 წელს გარდაიცვალა სომხეთში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.225;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.55

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საზღვარგარეთ ქართული მეცნიერების პოპულარიზაციაში, ფიზიკის მეცნიერების განვითარებასა და ქართულ-სომხური ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1994 - სოროსის ფონდის საპატიო პროფესორი
  • 1987 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1980 - სომხეთის სსრ-ის დამსახურებელი მეცნიერი
  • 1970 - ლენინური პრემია, დამუხტულ ნაწილაკთა კვლევის ახალი მეთოდიკის დამუშავებაში–განიერღრეჩოიანი ნაპერწკლოვანი კამერების შექმნისათვის

გააზიარე: