Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეზი ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1946 წელს. 1965 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1947 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. მუშაობდა სხვადასხვა ჟანრში. განსაკუთრებით საინტერესოა მისი პორტრეტები, რომლებშიც მთავარი ყურადღება ექცევა ადამიანის ფსიქოლოგიურ დახასიათებას. ძირითადი ნამუშევრებია: "ელექტროშემდუღებელი" (1949, თაბაშირი, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), "სპორტსმენი ქალი" (1955, თაბაშირი), ალექსანდრე ჟორჟოლიანის (1951, თაბაშირი), სპარტაკ ბაღაშვილის (1956, ქვა, ორივე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი) და სხვა პორტრეტები. შესრულებული აქვს ჰორელიეფები და ფიგურული ქანდაკებები: "მშენებლები" (1953), "ვეფხვთან შებრძოლება" (1952), "შრომაში გამარჯვებულები" (1955), "მომაკვადავი გედი" (1967), შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულია მსახიობების სანდრო ჟორჟოლიანის, სპარტაკ ბაღაშვილის, წულუკიძის პორტრეტები, ასევე, ნამუშევრები: "ელექტროშემდუღებელი", "ლომი", "ძუ ლომი", "ძაღლი"; დ. შევარდნაძის სახელობისსაქართველოს ეროვნულ გალერეაში - პოეტ გრიგოლ აბაშიძის, კაპიტან ვახტანგ ბარათაშვილის, სტუდენტი გოგონას პორტრეტები და ნამუშევრები: "შველი", "მონადირე ძაღლი", "მწოლიარე ძაღლი", "არწივი", "სდექ" და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.225 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |