შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი (ყოფილი სიღნაღის მაზრა). სწავლობდა ეპარქიულ სასწავლებელში. XIX საუკუნის 70–იან წლებში სიღნაღში გახსნა ქალთა სასწავლებელი. იყო თბილისის კუკიის საქალაქო სასწავლებლის გამგე და მასწავლებელი. 1897 წელს მონაწილეობდა ნაძალადევის პირველდაწყებითი სასწავლებლის დაარსებაში. თავის ძმასთან – სტეფანე ჭრელაშვილთან და ქართველ მწერლებთან ერთად ეწეოდა საზოგადო – საგანმანათლებლო მუშაობას. 1883 წელს ჟურნალ "იმედის" ნომერში გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "ბჟუტა ვარსკვლავი", რომელიც ცენზურამ აკრძალა. ქართულ საყმაწვილო ჟურნალებში ("ნობათი", "ჯეჯილი") აქვეყნებდა მოთხრობებსა და ხალხში შეგროვილ ზღაპრებს. 1885 წელს იყო გაზეთ "დროების" კორესპონდენტი. 1886 წელს გამოვიდა მისი მოთხრობა "ქუდბედიანი". ეკატერინე ასათიანის შემოქმედების ძირითადი თემა იყო ქართული სოფლის ყოფა-ცხოვრება. საზოგადო მოღვაწე. საზოგადო მოღვაწის-მიხეილ ასათიანის მეუღლე და ცნობილი ფსიქიატრის-მიხეილ ასათიანის დედა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.224; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.216 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |