The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრამიტონ ასათიანი

გრამიტონ ასათიანი
დაბადების თარიღი:19 ივნისი, 1895
გარდაცვ. თარიღი:5 თებერვალი, 1979  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტვიში, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს.

1945-1948წწ. ხელმძღვანელობდა დაღესტნის სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიისა და პათანატომიის კათედრებს. 1953-1968წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეანო განყოფილების გამგე. შეისწავლა ენდომეტრიუმის(საშვილოსნოს შინაგანი გარსი) ასაკობრივი ცვლილებანი ფოლიკულური ჰორმონების მოქმედებასთან დაკავშირებით და გონორეული ვაგინიტი. შექმნა ორი გინეკოლოგიური იარაღი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1946). პროფესორი(1946). გინეკოლოგი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.224

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • მზე სიცოცხლეა : ექიმის საუბარი ბინების ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ (ავტორი). - თბილისი, საქბიომედგამი და სტ., 1937. - 16გვ.

გააზიარე: