The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრამიტონ ასათიანი

გრამიტონ ასათიანი
Date of birth:19 June, 1895
Date of death:5 February, 1979  (at 83 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ტვიში, ცაგერის რაიონი.

სწავლობდა ოდესის სამედიცინო უნივერსიტეტში; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს.

1945-1948 წლებში ხელმძღვანელობდა დაღესტნის სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიისა და პათანატომიის კათედრებს. 1953-1968 წლებში იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეანო განყოფილების გამგე. შეისწავლა ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შინაგანი გარსი) ასაკობრივი ცვლილებანი ფოლიკულური ჰორმონების მოქმედებასთან დაკავშირებით და გონორეული ვაგინიტი. შექმნა ორი გინეკოლოგიური იარაღი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1946). გინეკოლოგი, გედეონ (გედე) ასათიანის მამა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.224; თავს ნებას ვაძლევ / რუსუდან ძიძიგური // ლიტერატურული საქართველო.-თბილისი,1998.-1-8 მაისი.-N18.-გვ.10

Awards and Honors

  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: