შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1954–1958 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტიკისა და ისტორიული მატერიალიზმის კათედრის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი (1958–1969), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკისა და მეცნიერული ათეიზმის კათედრის გამგე (1979–1986), მარქსიზმ–ლენინიზმის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე (1975–1980). 1976 წლიდან იყო ქართული ენციკლოპედიის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი. ძირითადად იკვლევდა საზოგადოების სოციალური სტრუქტურისა და პოლიტიკური ორგანიზაციის განვითარებას, ეთიკურისა და პოლიტიკურის სინთეზის კანონზომიერებებს, თანამედროვე დასავლურ სოციოლოგიას. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1968). პროფესორი (1971). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.224; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.132 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |