The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბეჟან ასათიანი

ბეჟან ასათიანი
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მთისპირი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით 1967 წელს.

1961-1971 წწ. მუშაობდა თბილისის ბეჭვდითი სიტყვის კომბინატში, გამომცემლობა "კომუნისტისა" და "ნაკადულის" გამომცემლობებში. 1971-2006წწ. იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის პასუხისმგებელი მდივნის მოადგილე. დაამაკეტა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის 11–ტომეული, აგრეთვე სპეციალური ტომის ქართული და რუსული გამოცემები. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.223; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.19

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის V წიგნის გამოცემაში მონაწილეობისათვის
  • 1987 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: